ჩვენს შესახებ

აგრომაქს დეკორი – დინამიური ქართული კომპანია ,რომლის საქმიანობაც მოიცავს, სანერგე მეურნეობას- უნიკალური ჯიშის დეკორატიული ხეების, ბუჩქების და სხვა მრავალწლიანი საჯიშე მცენარეების  მოშენებასა და განვითარებას – საქართველოს კლიმატური პირობების შესაბამისად, უმაღლესი ხარისხის და რეალური ფასების გარანტიით.

აგრომაქს დეკორის მიზანია: გახდეს ლიდერი  საქართველოში, ლანშაპტური დაგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში. მრავალწლიანი, წარმატებული პრაქტიკისა და გამოსცდილების საფუძველზე, კომპანიის სპეციალისტებს უნარი შესწევთ, შექმნან ახალი ინოვაციური, ევროპული სტილის, როგორც პრაქტიკული ასევე ვიზუალურად დახვეწილი და ლამაზი სარეკრეაციო ზონები, გაამწვანონ ქალაქის სამაგისტრო და საზოგადოებრივი თავშეყრის პარკები და სკვერები, ასევე კერძო ბაღები. კომპანია აგრომაქს დეკორის მისია, არის ზრუნვა მომხმარებელზე, კომფორტული გარემოს შექმნით, უმაღლესი ხარისხისა და ჰარმონიულობის შესაბამისობაში მოყვანით.

აგრომაქს დეკორი საქართველოში, 2013 წელს დაარსდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ  კომპანიის სპეციალისტები, უკვე 10 წელია, აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სახის პროექტებში, როგორიცაა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის, ავლაბრის სკვერის დაგეგმარება – გამწვანება. კომპანიამ,  დეკორატიული მცენარეებით, ასევე უზრუნველყო, ურეკის, ბათუმი და საჩხერის,როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივი პარკებისა და სკვერების გამწვანება. აგრომაქს დეკორმა, ასევე მონაწილეობა მიიღო, ლანდშაფტურ პროექტირებასა და გამწვანებაში, როგორც თბილისის ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღის, მთაწმინდის პარკის, განაშენიანების პროცესში.

დღეს,კომპანია აგრომაქს დეკორის მთავარი მიზანი, თანამედროვე, ინოვაციური, სანერგე მეურნეობის განვითარებაა, თბილისი მახლობლად, სოფელ სართიჭალაში.

აგრომაქს დეკორი- თქვენი პარტნიორი, მწვანე სივრცეში:

  • დინამიური ქართულ -პოლონური კომპანია, მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.
  • ჩვენ, თავად ვაწარმოებთ თქვენთვის, უნიკალური სახეობის მცენარეთა ჯიშებს.
  • ჩვენი სპეციალისტები, მრავალწლიანი პრაკტიკისა და გამოცდილების საფუზველზე, უახლესი მეთოდით უზრუნველყოფენ  ლანდშაფტურ დაგეგმარებასა და პროექტირებას.
  • ჩვენი მცენარეები უკვე 10 წელია, არსებობენ  საქართველოს ტერიტორიაზე – ვიცით, თუ როგორ შეუქმნათ და შეურჩიოთ მათ,სასურველი გარემო – პირობები.

გნებავთ ეწვიოთ ჩვენს სანერგე მეურნეობას? (თბილისიდან სულ რაღაც 30წთ სავალ გზაზე). ეძებთ, სანდო მომწოდებელს? გსურთ მოაშენოთ მცენარეები? მაშინ გვენდეთ და დაგვიკავშირდით.

Comments are closed.